A1 ბანერი

ზალკალიანი: ჩვენს დიასპორას მუდმივად ვაძლევთ ინფორმაციას არჩევნების პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალალიანმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საქართველოს საელჩოები, საკონსულოები – ეს არის ადგილი, სადაც ტარდება არჩევნები. ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს დიასპორას მუდმივად ვაძლევთ ინფორმაციას არჩევნების პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით. ასევე, მათ ვაწვდით ინფორმაციას იმ ტექნიკურ საკითხებზე, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. მოგეხსენებათ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა არის 11 ნოემბრამდე. პირველი ტურის შემდეგ გვაქვს მზარდი დინამიკა და მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური შუა კვირაში, სამუშაო დღეს დაინიშნება, ხომ არ შეაფერხებს ეს ემიგრანტების ხმის მიცემის პროცესს, დავით ზალკალიანმა უპასუხა:

“მე ჰიპოთეტურად როდის ჩატარდება ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილებას იღებს ცესკო. საელჩოები არის ადგილი, სადაც ხმის მიცემა ტარდება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველა პროცედურის დაცვა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ხმა მისცენ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღეს თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა. საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...