ზალკალიანი: ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს იმაზე, რომ აშშ-ს იმიჯი, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს

ბატონ ბიძინას არაფერი ახალი არ უთქვამს. ის მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი, მთლიანად სახელისუფლებლო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI-ს საქართველოს მხარდამჭერის და პარტნიორის იმიჯს რაიმე ჩრდილი მაიდგეს.

,, მე მინდა, ძალიან მკაფიოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბატონ ბიძინას არაფერი ახალი არ უთქვამს. ის მუდმივად იყო და არის ამერიკას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი და მთლიანად სახელისუფლებლო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს.

იყო სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანიზაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ს თუ IRI-ს , ასეთი დიდი ორგანიზაციების დაკვეთით საქმიანობენ, არ მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI – ს , ამ ინსტიტუტების, მათი საქართველოს მხარდამჭერის და სტრატეგიული პარტნიორობის იმიჯს, რაიმე ჩრდილი მიადგეს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად