A2 ბანერი
A2 ბანერი

ზალკალიანი: არ მოვაკლებთ მცდელობას, საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალალიანმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე მივულოცო. ეს ადამიანები მართლაც ძალიან სერიოზულ საქმიანობას ეწევიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძალიან სერიოზული გამოწვევებია ჩვენს წინაშე და დიდია ჩვენი დიპლომატების როლი საერთაშორისო თანამეგობრობამდე ამ პრობლემების მიტანის საქმეში. მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში ატოცში საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს მავთულხლართების დამონტაჟება. ეს არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით ძალინ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. მოგეხსენებათ, რომ მკაცრი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. გუშინ ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მიეცემა შესაბამისი შეფასება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ბუნებრივია, არ მოვაკლებთ მცდელობას, რომ საქართველოს საკითხი მომავალშიც მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღეს თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა. საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
მსგავსი სიახლეები

გრიგოლ ვაშაძე: თეა წულუკიანი და დავით ზალკალიანი უნდა გადადგნენ!

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა…

ზალკალიანი: ჩვენს დიასპორას მუდმივად ვაძლევთ ინფორმაციას არჩევნების პროცედურებთან და…

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალალიანმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიები და ანექსია წინა ხელისუფლებისგან…

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალალიანმა თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ზალკალიანი: რუსთაველზე საშინელება ხდებოდა, ეხლაც ვგრძნობ მომწამვლელი გაზის სუნს

„იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე უღალატა იმ პრინციპებს, რა…

დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას ეწვია,…

ზალკალიანი: ჯონ ბოლტონთან კონფლიქტზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე…

საქართველოს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს…

ლინას ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე გპირდებათ

„აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ლიეტუვა ამ მხარდაჭერას გპირდებათ“-ამის შესახებ…

ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის…

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის…

დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ შორის…
კომენტარები
იტვირთება...