ზალკალიანი: ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ამ საკითხზე დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

“ფაქტი, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიაში გვაქვს დასახელებული, მის მნიშვნელობაზე მიანიშნებს. ხაზს ვუსვამ, პირველი დღიდანვე, ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხდა ამ პროექტის ინიცირება, ყველა პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამდა ამ პორტისა და აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობას.

ყველა ფორუმი, ყველა მაღალი დონის ტრიბუნა, წამოღებული მაქვს სპეციალურად ყველა განცხადება, პრემიერ-მინისტრის, ჩემი, სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომელიც გაკეთდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში სხვადასხვა დონის ფორუმებზე…

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...