ზალკალიანი: 20 ივნისს რამდენიმე ელჩი თავისით მივიდა პარლამენტში და ადგილზე გაეცნო სიტუაციას

“რამდენიმე ელჩი მივიდა პარლამენტში და ეს ყველამ ნახა. გერმანიის ელჩი იყო და არ მახსოვს იყო მე მგონი სხვა ელჩებიც” -ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტების კითხვას, რომელი ქვეყნის ელჩები აკვირდებოდნენ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

თუმცა დავით ზალკალიანს გერმანიის გარდა სხვა ქვეყნის ელჩი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლებს უწყება მხოლოდ ინფორმაციას აწვდიდა, აქციაზე კი ისინი თავიანთი ინიციატივით მივიდნენ:

„როგორც მოგეხსენებათ 20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არაფერი გასაკვირი აქ არ არის. გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, მათი ინფორმირების კუთხით.

ბუნებრივია ინფორმირებული იყვნენ საკუთარი წყაროებიდანაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავაარი ფუნქცია გახლავთ, რომ მათ მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ მობილიზაციაზე, რომ ჩვენ ვთაქვათ იქ ფიზიკურად მივიყვანეთ. იქ რამდენიმე ელჩი მივიდა და ეს ყველამ ნახა. გერმანიის ელჩი იყო და არ მახსოვს იყო მე მგონი სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და იქ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. აქ რაიმე გასაკვირი არ არის და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად