ზახაშვილი: ატაროს ნიღაბი ყველამ! თუ ნიღაბს ატარებს დაავადებული, ამცირებს ალბათობას, რომ დაავირუსებს ჯანმრთელს

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა მაუწყებელთან ინფექციის გავრცელების გზებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შესაძლებელია თუ არა, ზედაპირიდან მოხდეს დაინფიცირება? ამ კითხვაზე ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა: “რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცნობით იმ საერთაშორისო ლიტერატურას, რაც ქვეყნდება და დღეს არაჩვეულებრივი რაოდენობით ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი მიგნებები, დადასტურებული ამა თუ იმ მტკიცებულებებზე, სარწმუნო ან ნაკლებად სარწმუნო ნაშრომები.

თავდაპირველად იყო, რაღაც ინფორმაცია, რომ ეს ვირუსი ძალიან გამძლე იყო ზედაპირებზე და გარკვეულ გარემოში, შემდგომ გაჩნდა ახალი ნაშრომები, რომ რეალურად ამდენ ხანს ისინი ვერ ძლებენ ზედაპირებზე და ეს შედარებით ამცირებს ვარაუდს იმისა, რომ კონტაქტური გზა ძალიან აქტიური იქნება ინფექციის გადაცემაში.

დღეს უკვე ცნობილია, რომ საჭირა არის ორი მიმართულებით გავუფრთხილდეთ ჩვენ თავს და ვუფრთხილდეთ ინფექციის გადაცემის ორ ძირითად მიმართულებას – ეს არის წვეთოვანი გზა ანუ ის გზა, როდესაც დაავადებული ადამიანი აფრქვევს წვეთებს და ეს წვეთები შეიძლება მოხდეს ჯანმრთელი ადამიანის ლორწოვან გარსებზე, ესაა ცხვირი, პირი, თვალები და მეორე გზა – როდესაც დაბინძურებულ ზედაპირზე ხელის შეხებით, მერე ამ ხელებით შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა გადაიტანს თავის ლორწოვან გარსებზე ეს ვირუსი.

ისევ და ისევ რეკომენდებულია, რომ ატაროს ნიღაბი, ატაროს ნიღაბი ყველამ. დღეს ასეა მიღებული, რომ თუ ნიღაბს ატარებს დაავადებული ადამიანი ეს სანახევროდ ამცირებს იმის ალბათობას, რომ გადასცემს ჯანმრთელ ადამიანს ვირუსს. თუ ატარებს ორივე ჯანმრთელიც და დაავადებულიც ნიღაბს, მაშინ ეს გადაცემის ალბათობა მინიმალურად არის შემცირებული, მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირად დავიბანოთ ხელები მანამ, სანამ მეცნიერები დანამდვილებით არ გვეტყვიან, რომ ჩვენი ხელები საფრთხეს არ წარმოადგენს კოვიდის გადაცემისთვის. ჯერჯერობით უნდა ვიყოთ ფრთხილად.” – განაცხადა ზახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად