“სოხუმმა და ცხინვალმა თვალსაჩინო მაგალითი მიიღეს, როგორ არ უნდა დახვდნენ ძვირფასს სტუმრებს”

„რადიკალების მიერ დაორგანიზებული არეულობები თბილისში პროვოკაცია იყო, რომელიც თავად საქართველოს მიაყენებს ზიანს“, – ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა წერს.

„ხშირად ვეკითხები ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თუ რამდენად უსაფრთხოა რუსებისთვის ქართულ კურორტებზე დასვენება და პასუხი უცვლელია, რომ ეს 100%-ით უსაფრთხოა.

დიახ, ჩვენ გუშინ დავინახეთ ეს კოშმარული პროვოკაცია, რომელიც სხვათაშორის აქტიური ტურისტული სეზონის დროს მოხდა. ვინმეს ახლა საქართველოში შეუძლია გარანტიის მოცემა, რომ პროვოკატორების მიერ ატეხილი ხალხი არ მიაწყდება სასტუმროებს? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასმედიისგან აივსო შეკითხვებით, თუ რამდენად უსაფრთხოა რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ჩასვლა.

ჩემთვის დასკვნა სამწუხაროა: გუშინდელმა მოვლენებმა ყველაზე მეტად თავად საქართველოს მიაყენა ზიანი“, – აცხადებს ზახაროვა.

ზახაროვა აგრეთვე აღნიშნავს, რომ იგი საკვირველს ამაში ვერაფერს ხედავს.

„ევროპამ, მაგალითად ხუთი წლის წინ დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული ომი და ამის გამო ახლა თავად იტანჯება.

საკვირველი აქ სხვა რამ არის – ეს ყველაფერი ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების დაუოკებელი სურვილის ფონზე. ამგვარად, გუშინ რადიკალებმა მოახდინეს აფხაზებისთვისა და სამხრეთ ოსებისთვის კეთილგანწყობისა და სამშვიდობო პოტენციალის დემონსტრირება. სოხუმმა და ცხინვალმა თვალსაჩინო მაგალითი მიიღეს, თუ როგორ არ უნდა დახვდნენ ძვირფასს სტუმრებს“, – აცხადებს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

შექმნილი აგრესიული ვითარებისა და დაძაბულობის ფონზე, სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად