ზახაროვა: ქართველი “ჟურნალისტები” თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ქართველი ჟურნალისტები ცდილობდნენ კითხვა დაესვათ სერგეი ლავროვისთვის, რა დროსაც რუსეთის საგარეო მინისტრმა მათ ავადმყოფები უწოდა.

“ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე ხუმრობაა] თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო, ყვიროდნენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. სვლის გასაგრძელებლად, ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალების გაჩოჩება გახდა საჭირო. და იცით მათ რა აინტერესებდათ? – შეუძლებელია ამის დაჯერება!

მათ ერთადერთი კითხვა ჰქონდათ – ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებაა – ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლაზე. საცოდავი სანახაობაა”, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად