ZAG-ის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კომპანია ZAG-ის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის 5 თანამშრომლის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა უსაფუძვლოდ ჩატარდა.

ადვოკატს ასევე არ აქვს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რა ნიშნით ჩატარდა ჩხრეკა კონკრეტულად ოთხ პიროვნებაზე.

“თქვენთვის ცნობილია, რომ გუშინ კომპანია ZAG – ის რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ეს განჩინება 1-ლი აგვისტოთი იყო დათარიღებული, 7-ში ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ ამ განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკასთან. მხოლოდ იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები, მაგრამ უშუალოდ ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულად ამ პირებთან მიმართებაში ამაზე არ იყო. ორი მათგანი გასაგებია, ერთი დირექტორია და მეორე დამფუძნებელი ამ ფირმის, მაგრამ დანარჩენები როგორ შეირჩა ვერ გეტყვით”,- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 7 აგვისტოს კომპანია ზეგ-ის 5 თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია რამდენიმე ლეპტოპი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად