ზაალ უდუმაშვილი: არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაშია. არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. პირველად ვნახე, რომ გისჯიდნენ ოთხწლიან დეპუტატობას, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მაგრამ ეს არის მათი ფუნქცია, მათი არჩევანია. ” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“ფორმალურად შეგვიწყვეტენ თუ არა უფლებამოსილებას, ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და თუ უნდათ, რომ მკვდარი სულებივით ჰყავდეთ ოპოზიცია პარლამენტში, ეს მათი არჩევანი იქნება. რეალურად, ეს პარლამენტი იქნება უფუნქციო, ერთპარტიული და ამას ვერ გაექცევიან. თუ უნდათ, ამ კრიზისიდან გამოსვლა, არის ხელახალი არჩევნები. ამ მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილება და დაინიშნოს არჩევნები გაზაფხულზე, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. თუ გაითვალისწინებს ხელისუფლება, რა თქმა უდნდა, თუ ხელისუფლება მზად არის, ეს წინადადება ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად