ზაალ უდუმაშვილს პირდაპირი ეთერის დროს ბოთლი ესროლეს (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ზაალ უდუმაშვილს, მცხეთაში, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირი ჩართვის დროს ბოთლი ესროლეს.

მცხეთაში, მერიასთან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, ოპოზიციის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართა. პარალელურ რეჟიმში კი “ქართული ოცნების” მხარდამჭერების კონტრაქცია.

აქციასა და კონტრაქციას პოლიციის კორდონი იცავდა.

კონკრაქციის მონაწილეების მხრიდამ ოპოზიციის მიმართულებით, კვერცხები, ბოთლები და ცოცხები ისროლეს.

ზაალ უდუმაშვილი პირდაპირ ეთერში აკეთებდა კომენტარს, რა დროსაც მას ბოთლი მოხვდა.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთაში, საპროტესტო აქციაზე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან “ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ, გუშინ, მცხეთაში აქციის ერთ-ერთ მონაწილე, რომლიც წაქცეული იყო, წიხლებით სცემეს. ასევე, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით, ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მცხეთაში 7 პირი ,“გაბედეს” 4 აქტივისტი და “ოცნების” 3 მხარდამჭერი დააკავეს. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად