ზაალ უდუმაშვილი: თუ „ოცნება“ დაუბრუნდება შეთანხმებას, შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

“თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში ნაციონალური მოძრაობა იმსჯელებს მიუერთდეს, შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა “ნაცმოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

“თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობაა, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში განხეთქილების ვაშლი და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ ქართული ოცნება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებამ თავი ამოწურა მისივე თქმით, თუ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია – ჩვენ მზად ვართ.

კომენტარები
იტვირთება...