ზაალ უდუმაშვილი შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს

კარგად დავინახეთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თინა ბოკუჩავას, რათა ის არ მიახლოვებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილის და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“ვახტანგ გომელაურს დღეს არ ჰქონდა არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან მდგარიყო და იქიდან მოგვესმინა მისი არგუმენტებები. მისი დამსახურებით, 5-6 ივლისს თბილისი აღმოჩნდა პრაქტიკულად ტერორისტების ქვეშ, რომელებიც გაშმაგებული დასდევდნენ როგორც ჟურნალისტებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ვახტანგ გომელაური სულ მცირე, სახლში უნდა იჯდეს და განცხადება ჰქონდეს დაწერილი, პასუხობდეს გამოძიების კითხვებს, რატომ მისცა რადიკალურ დაჯგუფებებს თბილისში თარეშისა და ჟურნალისტებზე ასე გასწორების უფლება.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალადობს ყველგან, ქუჩაში, პარლამენტში. ხომ კარგად ვნახეთ, რა მოქმედებები ხდებოდა პარლამენტში. ჩვენი უბრალოდ სურათები გვეჭირა ხელში, გამოცვივდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ გადაფარებოდნენ ვახტანგ გომელაურს, რათა მას ხელი არ შეშლოდა.

ვერ აიტანეს ვერც ჟურნალისტების მიერ გადმოკიდებული ბანერი, რადგან დიახ, მათ ეშინიათ. ეშინიათ იმ პროტესტის, რომელიც დღეს ხალხშია, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...