ზაალ უდუმაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: შესაძლოა არგუმენტები იყოს ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, ქუჩის პროტესტი ჩაახშოს

შესაძლოა არგუმენტები იყოს ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, ქუჩის პროტესტი ჩაახშოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ზაალ უდუმაშვილი: საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შესაძლოა არგუმენტები ბევრნაირი იყოს. დავუშვათ, შესაძლოა არგუმენტები იყოს ისიც, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, რომ ქუჩის პროტესტი ჩაახშოს ამ საგამოძიებო კომისიაზე დაყრდნობით. არსებობს რაღაც რისკფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

_ ერთი მეორეს ხელს უშლის, რომ პარალელურად ხდებოდეს – ქუჩის პროტესტიც და საგამოძიებო კომისიის ფორმატში მუშაობაც?

– ერთი მეორეს ხელს არ უშლის, თუმცა რაღაც რისკფაქტორები არსებობს, რაც უნდა გავითვალისწინოთ კონსულტაციების დროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

შეგახსენებთ, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 5 ივლისის მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დააინიცირა. მხარდაჭერისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, ოპოზიციაში პოზიცია შეჯერებული ჯერ არ არის და კონსულტაციები მიმდინარეობს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...