ზაალ უდუმაშვილი: სააკაშვილის პრეზიდენტობისას ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იყო

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა, ის პოლიტიკურად აქტიური ფიგურა არ არის.

ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

“მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება ის პოლიტიკურად აქტიური ფიგურა არ არის და შესაბამისად, მგონი, ახლა არც არის საუბარი ამაზე და მან თავადაც გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს არანაირი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, არც საპარლამენტო სიაში არ არის ვანო მერაბიშვილი. ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას და არც მანამდე არ იდგა ეს საკითხი. ვანო მერაბიშვილმა გაცილებით ადრე გააკეთა ეს განცხადება, ვიდრე ნიკა მელია ისაუბრებდა ამის შესახებ.

ვანო მერაბიშვილი იმ ფორმით არის ჩართული პარტიის საქმიანობაში რა ფორმითაც თქვენ ხედავთ, თუნდაც ჟურნალისტები, არც მეტი და არც ნაკლები.- განაცხადა ზაალ უდუმაშვუილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან იცვლებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საჭირო იყო ახალი პრემიერ-მინისტრი. მისი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ვანო მერაბიშვილს ჰქონდა მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება,”  – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად