ზაალ უდუმაშვილი: სააკაშილისთვის პატიმრობის შეფარდება საქართველოს სახელმწიფოზე დარტყმაა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა იმისთვის, რომ მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.

"ნონსენსია იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შესაბამისად, დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუტანეს გამატყუნებელი განაჩენი. ეს არ არის ცუდი მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოზე",- განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, სადაც პროკურატურა მას ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეში სამხედროს წოდების მსჯავრდებული გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილურის და ავთანდილ აფციაურის შეწყალებას ედავებოდა დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად