ზაალ უდუმაშვილი: როდესაც ხელისუფლება ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდება, ეს ნიშნავს ხელისუფლების დასასრულს!

“ეს არის “ქართული ოცნების” ვერდიქტი, რასაც დღეს აკეთებენ, თავის თავს გამოუტანეს ვერდიქტი, როდესაც ჟურნალისტებს ასე უსწორდებიან. მე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა ხდება საოლქო კომისიებში, როგორ უსწორდებიან ჩვენს მაჟორიტარებს ქვებს ესვრიან, მაგრამ რაც დღეს ჯეიჰუნთან დაკავშირებით გააკეთეს, როდესაც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს არის დასასრული” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ზაალ უდუმაშვილმა.

“როდესაც ხელისუფლება მიდის იმაზე, რომ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება არის დასრულებადი. ჩვენ უბრალოდ დაგვრჩა ის, რომ მშვიდად მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და 31 ოქტომბერს ეს ხელისუფლება დასრულდება” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “მთავარ არხთან”.

შეგახსენებთ, რომ დღესმ მარნეულში მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მაუწყებლის ჟურნალისტს და ოპერატორს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი როდესაც ხელისუფლება მიდის იმაზე, რომ ჟარხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად