ზაალ უდუმაშვილი: ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და ჩაიხსნება ყველა პარტიული სია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, ხელს მოაწერს დეკლარაციას და დაწერს განცხადებას დეპუტატის მანდატების შესახებ.

“ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს ამ დეკლარაციას. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად