ზაალ უდუმაშვილი: “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ თაღლითურ მექანიზმებზე ფიქრობენ

ასე აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზალიკო უდუმაშვილი მმართველი პარტიის ახალ მოთხოვნას,

“ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და დაუბრუნონ მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, ახლა რაღაც თაღლითურ მექანიზმებზე ფიქრობენ. ანუ, როგორ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და ახლა მოიფიქრეს ახალი რაღაც, რომ თურმე ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები, რომელიც დაინიშნება, უნდა იყოს ისევ შერეული სისტემით. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა,“ – აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რითაც 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად