ზაალ უდუმაშვილი: ” ქართულ ოცნებას” აქვს დრო გონს მოეგოს და რურუა გაათავისუფლოს

ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გონს მოეგოს”, – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ჯერ კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულოს.

“ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ინტერესშია. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გონს მოეგოს და ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გაათავისუფლა, ასევე უნდა გაათავისუფლოს რურუაც“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად