ზაალ უდუმაშვილი: “ფოტოგრაფების საქმეზე” ხელისუფლების მხრიდან გადაცდომა იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თავის დროზე, წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული "ფოტოგრაფების საქმეზე" კითხვები ჰქონდა.

როგორც უდუმაშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ არსებულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. უდუმაშვილი დღეს ფიქრობს, რომ მაშინ გადაცდომა იყო.

კიდევ ერთ საქმეს გაგახსენებთ, ეს არის დაკავებული "ფოტოგრაფების საქმე". როგორ ფიქრობთ ისინი ჯაშუშები იყვნენ და ამაზე თუ გამოხატეთ პოზიცია ეთერში ან ეთერს მიღმა?

კითხვები რა თქმა უნდა იყო ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების არგუმენტები. ვისმენდით ამ ყველაფერს. ველოდებოდით, რომ რეალობა გაგვეგო მართლა რა ხდებოდა.

მიიღეთ კითხვებზე პასუხები?

სიმართლე გითხრათ, მაშინ პასუხები ვერ მივიღე.

მას შემდეგ?

მას შემდეგ ალბათ რაღაც კითხვებზე პასუხები მივიღე.

დღეს რას ფიქრობთ, ისინი იყვნენ ჯაშუშები თუ პოლიტიკური დევნის ობიექტები?

მე ვიტყვი, რომ იყო გადაცდომა.

ხელისუფლების მხრიდან?

ცხადია. 

ცალსახად არ ამბობთ…

 

არ ვარ ამ საქმის დეტალებში შესული. 

ზაალ უდუმაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები
იტვირთება...