ზაალ უდუმაშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, ჩვენთვის მიუღებელია

“რაც უნდა ის იძიონ. წარმოიდგინეთ კობახიძის და თალაკვაძის გამოძიებული რა იქნება და საერთოდ, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ამ სამი თვის განმავლობაში კარგად ვიცით, რა მოხდებოდა ამ ოქმებთან დაკავშირებით, სულ გაწიკწიკებული და გასუფთავებული იქნება ყველაფერი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ ამისთვის. იქ ახლა ძებნას და ძიებას აზრი არ აქვს. ხმების გადათვლა თუ უნდოდათ, ამისთვის არსებობდა 31 ოქტომბრის შემდეგ კონკრეტული ვადები, ჩვენ ვითხოვდით ამას და საჩივარი გვქონდა შეტანილი. მაშინ იყო რეალურად შანსი, რომ მართლაც ყველა დარღვევა გამოვლენილიყო და მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ დაამტკიცეს არც კომისიების დონეზე და არც სასამართლოს დონეზე. სწორედ იმიტომ არ დააკმაყოფილეს, რომ კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა ოქმებში და ვერ გარისკეს. ახლა გამოდიან ინიციატივით, როცა ყველაფერი ჩასწორებული და გალამაზებულია. ეს სატყუარები დაუყარონ იმათ, ვინც ამას წამოეგება. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და რაღაცების ძიება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად