„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. ნამდვილად ვერაფრით გავამართლებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვიცნობ ქალბატონ ნინოს და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა. ეს ქმედება ყოვლად მიუღებელია და ვერ გავამართლებ”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილ პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას.
“როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება პოლიტიკისა და კულტურის არევა, როდესაც საუბარია ოკუპანტ ქვეყანაზე, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და განაგრძობს ოკუპაციას, აქ პოლიტიკაც, კულტურაც და სპორტიც – ყველაფერი პოლიტიკაა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი”.