ზაალ უდუმაშვილი: “ნაცმოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება

“ალბათ სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე”-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული.

“ალბათ სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე, მე შემიძლია გითხრათ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად