ზაალ უდუმაშვილი: ნაადრევია ჯერ პრემიერობის კანდიდატზე საუბარი, სხვა თემები გვაქვს შესათანხმებელი

ნაადრევია ჯერ საერთოდ პრემიერობის კანდიდატზე საუბარი”-ამის შესახებ, ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, “ფორმულასთან” განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის განხილვა ამ ეტაპზე რომ ნაადრევია, აღნიშნულს ეთანხმებიან “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯერ სხვა საკითხებია გასავლელი, მათ შორის საერთო სტრატეგიის შემუშავება.

“ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს უახლეს დღეებში იმ ფორმატში, რაც ლეიბორისტულ პარტიაშია. ბუნებრივია, კარგი იქნება თუ მივაღწევთ შეთანხმებას ერთიან კანდიდატებზე. ნაადრევია ჯერ საერთოდ პრემიერობის კანდიდატზე საუბარი. ჯერ სხვა თემებზე გვაქვს შესათანხმებელი, მათ შორის რა სტრატეგიით გავდივართ არჩევნებზე და პრემიერობის კანდიდატი უკვე მომდევნო განხილვის თემაა”,-განმარტავს ზაალ უდუმაშილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად