ზაალ უდუმაშვილი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს

“ბრძოლა ბუნებრივია, გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს, მასთან ერთად ჩვენ ყველა ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ეს გადაწყვეტილება. მგონია, ახლა არავის აზრად არ მოუვა თქვას, რომ ხელისუფლებამ თავის ნებით მიიღო გადაწყვეტილება, გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი. მიხვდნენ, რომ უკვე კრიტიკულ ზღვარზე არიან და იძულებული გავხადეთ, მათ შორის იძულებული გახადა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლამ, ასევე იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში ამ დღეების განმავლობაში. ასე რომ, ასე ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ყოველთვის წარმატებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მისტრამ რატი ბრეგაძემ განაცხადა: „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც, რომლებიც ახლა შიმშილობენ“.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვს.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...