ზაალ უდუმაშვილი: კალაძეს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწევს საკუთარი თავისთვის

“ერთი მხრივ ჩვენ ვისმენდით ტრიბუნიდან თბილისი როგორი მრავალფეროვანი და როგორი გულღია ქალაქია, როგორ უყვართ ერთმანეთი თბილისელებს და ეს არის ურთიერთობების ქალაქი. მეორე მხრივ, ჩვენ ვიგებთ, რომ თბილისის მერი წყვეტს ურთიერთობებს თბილისელებთან წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ერთი მხრივ ჩვენ ვისმენდით ტრიბუნიდან თბილისი როგორი მრავალფეროვანი და როგორი გულღია ქალაქია, როგორ უყვართ ერთმანეთი თბილისელებს და ეს არის ურთიერთობების ქალაქი. მეორე მხრივ, ჩვენ ვიგებთ, რომ თბილისის მერი წყვეტს ურთიერთობებს თბილისელებთან წინასაარჩევნო კამპანიაში. ასეთ ვითარებაში თავად ჩაიგდეს თავი, როდესაც მედიასთან ვერ ჩნდებიან, ბრიფინგებს ვერ ატარებენ, ხალხთან მხოლოდ საკუთარი ოპერატორების თანხლებით გადიან. ასეთ ვითარებაში კამპანიის ჩატარება წარმოუდგენელია, ამიტომ კალაძეს მოუწევს კამპანიის ჩატარება არა საკუთარი მოქალაქეებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის.

პრინციპში კალაძემ ეს 4 წელი ამ მდგომარეობაში გაატარა. ის არ იყო თბილისელების მერი. ის პიარკმაპნიას აწარმოებდა ტელევიზიით ან სოციალური ქსელით. ამაში იხარჯებოდა უდიდესი ფული და ვიზუალს ქმნიდა მუშაობის. მილიონობით ლარი იხარჯებოდა იმაში, რომ კალაძეს თავი წარმოეჩინა, როგორც თბილისის წარმატებული მერი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...