ზაალ უდუმაშვილი: გიორგი გახარია არის “ქართული ოცნების” ვიწრო კლანის პრემიერი

“გიორგი გახარიას საქართველოს მოსახლეობა როგორც მთავრობის ხელმძღვანელს არ მიიღებს”- ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ხელისუფლებას თუ აქვს იმის ილუზია რომ დაავიწყდათ რა მოხდა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზრიზე. თუ გონიათ რომ ვინმე შეეგუა იმ ფაქტს რომ გიორგი გახარია კი არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მისი პასუხისმგებლობის საკთხი კი არ დააყენეს, არამედ ის ივანიშვილმა დააწინაურა, ძალიან ცდებიან.

პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა. გიორგი გახარია არის “ქართული ოცნების” ვიწრო კლანის პრემიერი, გიორგი გახარიას საქართველოს მოსახლეობა როგორც მთავრობის ხელმძღვანელს არ მიიღებს”-განაცხადა უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად