ზაალ უდუმაშვილი “ევროპულ საქართველოზე”: რასაც ჩვენ ვისმენთ ამ ოპოზიციური პარტიიდან, პირველ რიგში, თავის თავს ავნებენ

“ერთმა კონკრეტულმა პარტიამ თუ  გადაწყვიტა რომ მისთვის სააკაშვილის ფიგურა არის მიუღებელი პრემიერ მინისტრობის პოსტზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ან იგივე დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს”.

ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი”  მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა

კითხვაზე – ნაჩქარევი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახლება, თუ ეს გამოიწვევდა ესეთ დაპირისპირებას ორ პოლიტიკურ ოპოზიციურ მოკავშირეს შორის, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილებაზე  გავლენას ვერ მოახდენდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პირი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შესძლებს და მას ამის საკმარისი რესურსი და გამოცდილება აქვს.

“ეს არ არის დაპირისპირება ოპოზიციას შორის. ერთმა კონკრეტულმა პარტიამ თუ  გადაწყვიტა რომ მისთვის სააკაშვილის ფიგურა არის მიუღებელი პრემიერ მინისტრობის პოსტზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ან იგივე დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ეს არის მათი კონკრეტული საქმე. ისე, როგოც ჩვენ არანაირად არ ვერევით ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი და საერთოდ არც გვაინტერესებს რეალურად, ასევე, ჩვენ ვის დავასახელებდით პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად, მით უმეტეს, ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობის” პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი არის გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი, რომელშიც ძალიან ბევრი პარტიაა გაერთიანებული. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე, რა თქმა უნდა, ნომერი პირველი იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე და კავშირებიდან გამომდინარე.

რასაც ჩვენ ვისმენთ ამ ოპოზიციური პარტიიდან, თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვავნებს, ძალიან სცდებიან, პირველ რიგში თავის თავს ავნებენ და ეს შეეტყო რეიტინგებსაც,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად