ზაალ უდუმაშვილი: ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ

''ის, რაც დღეს ხდებოდა, ზოგადად მთელი საარჩევნო პორცესი დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

''ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა მოსახლეობაზე, როგორ მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი საარჩევნო უბნებზე, უშუალოდ ''ქართულ იოცნების'' წარმომადგენლების მხრიდან.

ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ უბრალოდ არ მოსულიყვენენ არჩევნებზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის მიხედვით პირველ ადგილზეა ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე – 54 %, მეორე ადგილზე მოდის ზაალ უდუმაშვილი 15 %, ხოლო მესამე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი – 14 %. ცდომილება შედეგებს შორის არის 2 პროცენტი. ცდომილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს.

კალაძე – 54%;

უდუმაშვილი – 15%;

ელისაშვილი- 14%;

ხოშტარია 7%;

კუკავა – 3%;

ინაშვილი 3%;

ვაშაძე- 2%;

გუგავა 1%;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად