ზაალ უდუმაშვილი: დიპლომატებმა „ოცნებას“ იმ ენაზე დაუწყეს საუბარი, რომელიც ესმის, თუ ვერ გაიგებენ სანქციები ამოქმედდება

როდესაც კობახიძეს ვუსმინე მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის თავს იმართლებდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინაშე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატებმა “ოცნებას” იმ ენაზე დაუწყეს საუბარი, რომელიც მას ესმის და თუ ვერ გაიგებენ სანქციები ამოქმედდება.

“როდესაც კობახიძეს ვუსმინე მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის თავს იმართლებდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინაშე, რომ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ამიტომ და ამიტომ და ამიტომ… ანუ ისეთი გონორი აღარ შეიმჩნეოდა მის საუბარში. ეს კიდევ უფრო გამკაცრდება. იმიტომ, რომ უკვე დიპლომატიურ ენაზე აღარ ესაუბრებიან და დიპლომატებმა დაუწყეს საუბარი “ქართულ ოცნებას” იმ ენაზე, რომელი ენაც ესმის, შესაბამისად მათ მოუწევთ იმის გათვალისწინება. თუ ვერ ან არ გაიგებენ, კიდევ არსებობს დამატებითი რესურსი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და ეს რესურსი არის სანქციები, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, თუ დროულად არ მოეგება გონს  ხელისუფლება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად