ზაალ უდუმაშვილი: ჩემი სატელევიზიო კარიერა პიკზე დავტოვე

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"პოლიტიკაში წასვლით, რა თქმა უნდა გავრისკე. მე რამდენიმე კვირის წინ რადიკალურად შევცვალე მთელი ჩემი ცხოვრება. მე ჩემი სატელევიზიო კარიერა დავტოვე პიკზე, როგორც ჟურნალისტმა და როგორც მენეჯერმა. მაყურებელი მიცნობს როგორც ჟურნალისტს, მაგრამ ბოლო წლებში ვხელმძღვანელობდი ტელევიზიას, გენდირექტორის მოადგილე ვიყავი და ვიყავი მენეჯერი. კრიზისმენეჯერი ვიყავი, ვინაიდან კრიზისულ ტელევიზიებში ვმართავდი ტელევიზიას და ძალიან წარმატებით გავართვი ამ ბრძოლასაც თავი. მე ვარ 46 წლის და ძალიან შეგნებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ ის გამოცდილება და ცოდნა რაც დავაგროვე ჟურნალისტიკაში პოლიტიკაში გამოვიყენო. 

მე არ ვეთანხმები, რომ პოლიტიკაში სტუდენტობიდან უნდა მიდიოდნენ. პოლიტიკა არ არის სასწავლო კურსები, სადაც 10 წელი უნდა ისწავლო, პოლიტიკაში უნდა მიდიოდე შემდგარი ადამიანი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად