ზაალ უდუმაშვილი: ბათუმმა დაგვანახა, შემდგომ აქციებზე უფრო ორგანიზებული ვიქნებით

“მინდა  გამოვეხმაურო ბათუმში გამართულ გუშინდელ აქციას და წუხილებს, რომელიც მოჰყვა ადამიანთა წრეებში, მათ შორი პოლიტიკურად არანგაჟირებულ ადამიანებში. მაგრამ ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ახლა წინა  საარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე”, – ამის შესახებ “ნციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ ეს შეკრება არ ყოფილა ბათუმში პირველი. მანამდე ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი შეკრება ვნახეთ. მათ შორი ეს იყო პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური თუ სპორტული შეკრებები.

რაც შეეხება ბათუმს, არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს. მიუხედავად იმისა რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის იყო თერმოსკრინინგის აპარატები, პირბადეებიც რიგდებოდა, მაგრამ ხალხის ძალინ დიდი ნაკადი მოვიდა, ამიტომ შეიქმა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში. მიუხედავა იმისა, რომ 5000-მდე პირბადე იყო დარიგებული ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მაგრამ, ბათუმმა დაგვანახა – შემდგომ აქციებზე უფრო ორგანიზებული ვიქნებით”,  – ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსებთ, გუშინ საღამოს Covid19-ის პანდემიის ფონზე ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად