ზაალ უდუმაშვილი: არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ინდივიდუალურად ამის გადაწყვეტა იქნება ის, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება

“არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ინდივიდუალურად ამის გადაწყვეტა იქნება ის, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება. ძალიან რთული იქნება ის პროცესი, რასაც ჰქვია ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა. ჩვენ მოსახლეობამ იმიტომ კი არ დაგვიჭირა მხარი, რომ ახლა ვივაჭროთ მანდატებზე, არამედ უნდოდა ამ ქვეყანაში ცვლლებები, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც წაიყვანდა განვითარებისკენ ქვეყანას. ინდივიდუალური გადაწყვეტილებები რეალობას არ შეცვლის”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ველოდებით მესამე რაუნდის ჩანიშვნას, ჯერ უცნობია თარიღი, ვფიქრობ, მალე შედგება. ის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, კარგია, ამ ორი შეხვედრის განმავლობაში გავცვალეთ პოზიციები. როგორც ხელისუფლებამ, ასევე ჩვენმა საერთაშორისო მეგობრებმა ძალიან კარგად იციან მთლიანად ოპოზიციის პოზიცია – ჩვენი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები არის ძალაში და ახლა უკვე მესამე რაუნდზე ველოდებით, რა წინადადებებით მოვა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება, ანუ არის თუ არა რეალურად, მზად, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც არის შესული. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ერთ ვერსიას, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ჩვენ შეიძლება, ვისაუბროთ სამართლებრივ ფორმაზე, ეს იქნება ხელახალი არჩევნები, ვადამდელი თუ რიგგარეშე. ამ თემაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ შევიდეთ პარლამენტში და ველოდოთ, შემდეგ რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს, არ ვაპირებთ.

არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ინდივიდუალურად ამის გადაწყვეტა იქნება ის, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდება. ძალიან რთული იქნება ის პროცესი, რასაც ჰქვია ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევა. ჩვენ მოსახლეობამ იმიტომ კი არ დაგვიჭირა მხარი, რომ ახლა ვივაჭროთ მანდატებზე, არამედ უნდოდა ამ ქვეყანაში ცვლლებები, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც წაიყვანდა განვითარებისკენ ქვეყანას. ინდივიდუალური გადაწყვეტილებები რეალობას არ შეცვლის.

არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და არც ერთი საერთაშორისო ორგნიზაცია არ მოუწოდებს არასდროს ოპოზიციას, რომ არ შევიდეს პარლამენტში, ეს ბუნებრივია, ეს არის დიპლომატების ფუნქცია, მეორე არის რამდენად ლეგიტიმური იყო ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში.

ჩვენ ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ანგარიშში მითითებული იყო ძალიან მწვავედ იმ დარღვევების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სასამართლო სისტემას საქართველოს მოსახლეობა არ ენდობა და შესაბამისად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს იმ შედეგებს, რომელიც გამოაქვეყნა საარჩევნო კომისიამ. ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი სამართლებრივი გზა, რომ გვებრძოლა სიმართილსთვის.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაშია. არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. პირველად ვნახე, რომ გისჯიდნენ ოთხწლიან დეპუტატობას, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მაგრამ ეს არის მათი ფუნქცია, მათი არჩევანია. ფორმალურად შეგვიწყვეტენ თუ არა უფლებამოსილებას, ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და თუ უნდათ, რომ მკვდარი სულებივით ჰყავდეთ ოპოზიცია პარლამენტში, ეს მათი არჩევანი იქნება. რეალურად, ეს პარლამენტი იქნება უფუნქციო, ერთპარტიული და ამას ვერ გაექცევიან. თუ უნდათ, ამ კრიზისიდან გამოსვლა, არის ხელახალი არჩევნები. ამ მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილება და დაინიშნოს არჩევნები გაზაფხულზე, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. თუ გაითვალისწინებს ხელისუფლება, რა თქმა უდნდა, თუ ხელისუფლება მზად არის, ეს წინადადება ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად