ზაალ უდუმაშვილი: ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე “ოცნების” შეფასებები სამარცხვინოა

არც აშშ და არც ევროპა აღარ დახუჭავს თვალს ივანიშვილისა და ქართული ოცნების არცერთ გადაცდომაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე “ოცნების” შეფასებები სამარცხვინოა.

“იქიდან გამომდინარე რა განცხადებებიც კეთდებოდა აშშ-ში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო გამკაცრდება ის ტონი, რომელიც მართლაც მკაცრია. დღეს ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაზე რა შეფასებებიც “ოცნებისგან” მოვისმინეთ, ეს არის სამარცხვინო. ნუ ჰგონიათ ქართულ ოცნებაში, რომ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა უსმენთ მათ. ყველა ეს განცხადება აშშ-ში იქნება გადაგზავნილი. ეს არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი.

დღეს საქართველო როგორ აშშ-ის, ისე ევროპის მხრიდან არის დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ. ასე აკვირდებიან ივანიშვილის რეჟიმს. ივანიშვილს არცერთ გადაცდომას აღარ აპატიებენ. არც აშშ და არც ევროპა აღარ დახუჭავს თვალს არცერთ გადაცდომაზე”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა “რესპუბლიკური პარტიიდან” მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას “ტვიტერის” საშუალებით ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, რომელიც ასევე აცხადებს: შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად