ზაალ უდუმაშვილი: 5 ივლისზე პასუხისმგებლობას ვერც კალაძე გაექცევა, რომლის ქალაქშიც ხდებოდა ეს ბარბაროსობა

კალაძე, ისევე როგორც ნებისმიერი მინისტრი დაწყებული კულტურის მინისტრიდან, დასრულებული განათლების მინისტრით პასუხისმგებელია 5 ივლისის მოვლენებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“თბილისელების უსაფრთხოებაზე ზრუნვა არა მხოლოდ შსს-ს ვალდებულებაა, არამედ თბილისის მერის ვალდებულებაცაა. კარგად ვნახეთ 5-6 ივლისს, როგორ ზრუნავდა კალაძე თბილისელების უსაფრთხოებაზე, როდესაც ერთი პატარა ტექსტით შემოიფარგლა სოციალურ ქსელში, ისიც ძალიან გაუგებარით. ეს იყო მისი რეაგირება იმ ბარბაროსობაზე.

კალაძე, ისევე როგორც ნებისმიერი მინისტრი დაწყებული კულტურის მინისტრიდან, დასრულებული განათლების მინისტრით პასუხისმგებელია 5 ივლისის მოვლენებზე. უშუალოდ თუ არ მიიღეს მონაწილეობა ორგანიზებაში, რასაც ადგილი ჰქონდა, გაჩუმება იგივე დანაშაულია. ტაშის დაკვრა შს მინისტრისა და ღარიბაშვილისთვის იგივე დანაშაულია, რაც ჩაიდინეს ღარიბაშვილმა და გომელაურმა. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ვერც კახი კალაძე, რომლის ქალაშიც ხდებოდა ეს ყველაფერი. თბილისი გავეშებული ადამიანების სანადირო მოედნად აქციეს. მაინტერესებს კახი კალაძე იმ დღეს თავის შვილებს გამოუშვებდა ქუჩაში?!” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...