ზაალ უდუმაშვილი: 31 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ

“ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა, როგორ ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა”.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის  ორგანიზებულ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„31 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ. ძალიან მძიმე რვა წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ყველა ვხედავთ, როგორ გამეფდა ქვეყანაში უსამართლობა, როგორ დააჩოქა ივანიშვილმა ჩვენი სასამართლო, ყველა ვხედავთ, როგორ გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა, როგორ ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები ვართ. არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს. მეგობრებო, წინ მართლაც ისტორიული არჩევნები გველოდება. ახლა საჭიროა ერთ მუშტად შეკვრა და ჩვენი ნების გამოხატვა. მჯერა, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად