ზაალ უდუმაშვილი: 20 ივნისის შემდეგ კვლევა რომ ჩატარდება, “ოცნებისთვის” ჯოჯოხეთი იქნება

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“კვლევის შედეგებზე ვერ ვისაუბრებ დეტალურად. სანამ IRI თავად არ ჩათვლის საჭიროდ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საინტერესოა, რომ კვლევა ჩატარდე მაისში, ივნისის 15-მდე დასრულებულია, ანუ გავრილოვის ღამემდეა ჩატარებული ეს კვლევა, ვიდრე გახარია სასტიკად გაუწორდებოდა აქციის მონაწილეებს და მიუხედავად ამისა, ამ კვლევის მიხედვითაც კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახელისუფლებო პარტია, რომელსაც 26% აქვს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, რომ შევაჯამოთ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ასე, რომ ეს არის ვერდიქტი საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელმაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უფსკრულამდე მიიყვანა ეს ქვეყანა და ვიდრე გადავჩეხილვართ, დროზე უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება. 20 ივნისის შემდეგ ჯოჯოხეთი იქნება საერთოდ კვლევა, რომ ჩატარდება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...