ზაალ უდუმაშილი: ოპოზიციამ ჯამში 64% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია

“საზეიმო ის არის, რომ ოპოზიციამ ჯამში 64% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია”.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოთხი ტელეკომპანიის მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა და განმარტა, რომ მმართველი პარტია ყველა დიდი ქალაქში, მათ შორის თბილისში დამარცხდა.

„საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64%, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით.

ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე დადასტურდება.

„ის ოქმები, რომლებიც წამოვა საარჩევნო უბნებიდან, აი ამ მონიტორზე აისახება. ის, რასაც აკეთებს ცესკო, პარალელურ რეჟიმში გავაკეთებთ ჩვენც, რომ არ იყოს რაიმე მანიპულაციის საშუალება საოლქო კომისიებში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად