ზაალ უდუმაშვილი: 31 ოქტომბერს, აქციას ვგეგმავთ არა დილის 12 საათიდან, არამედ საღამოს 8 საათზე, რათა ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ 31 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვის შესახებ, მერიაში შეტანილი განცხადების შინაარსის განმარტება გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” გარდაუვალი მარცხის წინ წინასაარჩევნო აგონიაშია.

“მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 31 ოქტომბერს 12 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებას და მრავალათასიანი აქციის ჩატარებას გეგმავს, რაც არის მტკნარი ტყუილი. “ქართულ ოცნებაში” ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ან შეგნებულად შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ჩვენი სახელით მერიაში მართლაც შესული არის განაცხადი 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ აქციას ვგეგმავთ, ოღონდ არა დილის 12 საათიდან, არამედ საღამოს 8 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები უკვე დაიხურება, ვგეგმავთ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება. რაც შეეხება 12 საათს, რომელიც მითითებულია განაცხადში, ამ დროს რუსთაველზე მიდის ტექნიკური პერსონალი, რომელმაც უნდა ააწყოს იქ სცენა და მოამზადოს საღამოს 8 საათისთვის”, – განაცხადა ზაალ უდუმაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად