ზაალ მიქელაძე: ქობულეთში, საკურორტო სეზონზე, ახალი ინფექციური განყოფილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია

დღეს, ქობულეთში, “ქობულეთის, ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის” ინფექციური განყოფილება გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჟუნრალისტებთან განაცხადა, ახალი ინფექციური განყოფილება რეგიონს დაეხმარება კოვიდინფექციის მართვაში და აგრეთვე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობაში.

“ქობულეთში ე.წ ბავშვთა ძველი სავადმყოფოს ტერიტორიაზე აიღო ინიციატივა “ბომონდის” კლინიკამ და გახსნა თანამედროვე სტანდარტების “ცხელების ცენტრი”. მიუხედავად იმისა,რომ დღეს ჩვენ აჭარაში შევძელით და გავანულეთ პაციენტები კოვიდ ინფექციით, მაინც რჩება რისკი საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ემზადება მთლიანად აჭარის რეგიონი, მთელი ქვეყანა და მათ შორის ქობულეთი. საკურორტო სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანია, სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება, რომელიც მიიღება არა მხოლოდ ამ ინფეციით დაავადებულებს, არამედ სხვა დაავადებითაც.

ამ დაწესებულებაში არის 10 ბოქსირებული პალატა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც უკავშირდება ინფექციური კონტროლის მეთოდს.
იმ ეტაპზე, როცა ეს ინციატივა იქნა ფაჟღერებული მაშინ გვქონდა ე.წ ქობულეთის კლასტერი. ძალიან რთული აღმოჩნდა მართვა ყველა იმ პაციენტის, რომელსაც ჰქონდა საეჭვო სიმპტომები. ყველა საეჭვო პაციენტის გადაყვანა ხდებოდა ბათუმის ცხელების ცენტრში. სწორედ ამ დროს გაჟღერდა ეს ინიციატივა, ჩვენ მოვიწონეთ, რადგან მნიშვნელოვანი იყო ქობულეთში ცხელების ცენტრის არსებობა. ამ ცენტრში არა მხოლოდ კოვიდ არამედ სხვა ყველა ინფექციის მართვა იქნება შესაძლებელი. ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, რა თქმა უნდა არის ვარაუდი, რომ მოგვიწევს კოვიდ ინფექციის მატარებლების მიღებაც, რომლის კონტროლშიც აღნიშნული კლინიკა ხელს შეგვიწყობს”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად