ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლინიკაში პირველადი კვლევა ტარდება, როცა შედეგები იქნება, დანარჩენს მერე გეტყვით

ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფოში რამდენი დღის წინ მისულ პაციენტს, რომელმა კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით იმკურნალა, Covid-19 დაუდასტურდა. რის გამო, კლინიკამ დროებით შეაჩერა პაციენტების მიღება.

კლინიკაში პაციენტების მიღების დროებით შეჩრებასტან დაკავშირებით “აიპრესი” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ზააალ მიქელაძეს გაიდაუკავშირდა.

მინისთღის თქმით, საავადმყოფოში პირველადი კვლევა ტარდება,  შედეგები კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

„ყველაფერი ზეპირად ვიცი, მთელი ცხოვრება მანდ ვიმუშავე. მუშაობს იქ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.   იქ იმყოფება ჩემი პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე. ვიცით რა პროტოკოლებია სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში. რა პროტოკოლებია მოქალაქეებთან და სრული ამ ყველაფრის დაცვით შეგიძლიათ თქვათ, რომ მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველაფერი პროტოკოლის შესაბამისად, დანაცრების შედეგებს გეტყვით მოგვიანებით.

კლინიკა არ დაკეტილა, შეაჩერეს პაციენტების მიღება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვიდრე არ ეცოდინებათ პირველადი კვლევის შედეგები და ყველა სავარაუდო კონტაქტები, სავარაუდოდ ამას რამდენი დღე მოუწევს კლინიკას შეჩერება და არა კარანტინში გადასვლა” – განაცხადა “იპრესთან” ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად