ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი 20 გამოკვლეულს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქობულეთის კლასტერიდან ვირუსი, ამ დროისთვის 20 პირს დაუდასტურდა. ზაალ მიქელაძის თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს.

მინისტრი ვითარებას, მედიკოსებთან ერთად ადგილზე ეცნობა. ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტრო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.
„ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი. გამოკვლეულთაგან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 პირს დაუდასტურდა“, აცხადებს ზაალ მიქელაძე.
დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა. დადებითი ანალიზი მარნეულის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, იგი თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.
აჭარაში სულ 25 ინფიცირებული რჩება.

კომენტარები
იტვირთება...