A1 ბანერი

ზაალ მიქელაძე: იმ შემოსავლებიდან რაც საშუალო მოსახლეობას აქვს, მედიკამენტები, რა თქმა უნდა, ძვირია

“მე არა ვარ დარგის ექსპერტი, თუმცა იმ შემოსავლებიდან რაც საშუალო მოსახლეობას აქვს, მედიკამენტები რა თქმა უნდა, ძვირია“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე „აიპრესს“ საქართველოსა და მეზობელი ქვეყნის თურქეთის მედიკამენტებს შორის ფასთა რადიკალური სხვაობის მიზეზებზე ესაუბრა.

აჭარის ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი მიიჩნევს, რომ მედიკამენტები საშუალო ფენის მოსახლეობისთვის ძვირია, თუმცა ეს არა ხელოვნურად, არამედ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობით არის განპირობებული. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი პრობლემას მედიკოსების მიერ პაციენტებისთვის მიცემულ დანიშნულებაშიც ხედავს:

„კერძო ბიზნესია და აქ სახელმწიფო არ ერევა. ყოევთვის არის მეორე მხარე, ახლა რომ აქ რაიმე ფორმით სახელმწიფო ჩაერთოს, ვიცით ამას რაც მოყვება, თუმცა რეალობა არის ასეთი, პტარა ქვეყანა ვართ და სიძვირეს ზოგჯერ ესეც ქმნის. თუ მეზობელ ქვეყანაზე ვიძახით ( თურქეთი) ერთდროულად რომ ვიღაც რომელიღაც ანტიბიოტიკს შეიძენს ვთქვათ 20 000 მილიონი მოქალაქისთვის, იმას შეიძლება მისცენ ძალიან დიდი ფასდაკლებით , ჩვენი ქვეყანა კი როდესაც მედიკამენტს იყიდის 20 000 მოქალაქისთვის, იმას ფასდაკლება შეიძლება საერთოდ არ გაუკეთონ. ფასთა ერთ-ერთ დიდ ნაწილს ესეც წარმოქმნის. მე არა ვარ ამ დარგის ექსპერტი, თუმცა იმ შემოსავლებიდან, რაც საშუალო მოსახლეობას აქვს, ამ ფონზე ეს მედიკამენტები რა თქმა უნდა ძვირია. თუმცა ამ ნაწილში გარკვეულწილად ჩემი კოლეგებიც ცოდავენ, თუნდაც იგივე მართვად დაავადებებზე, რომ ავიღოთ ვთქვათ იგივე გიპერტონია, რომელიც იკურნება იმ ლარად ნაყიდი მთელი თვიური დოზით, ვიღაცა ამის ნაცვლად ახირებულად აბნევს მოქალაქეს, ბენეფიციარს და უწერს ძვირადღირებულ მედიკამენტს.“ -აცხადებს ზაალ მიქელაძე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოქმედი მთავრობის მიერ შექმნილი „საყოველთაო ჯანდაცვის“ სისტემის უპირატესობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ზაალ მიქელაძის განცხადებით მედიკამენტების ხელმისწვდომობა, სწორედ აღნიშნული პროგრამის შემდგომ გამარტივდა:

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის, ყველა მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და ეს არის რეალობა. საყოველთაო ჯანდაცვამ მოახერხა ის, რომ მანამდე მოქალაქეებს შეგვქონდა მედიკამენტი კლინიკაში, ეს სისტემა ეხლა მთლიანად შეიცვალა. ნებისმიერი მედიკამენტი, თავისი ხარისხის თუ სიძვირის მიუხედავად, პროგრამის შემადგენელი ნაწილია და მოქალაქეს მედიკამენტი კლინიკაში არ შეაქვს.“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, თუ რატომ არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის მედიკამენტების ფასებს შორის რადიკალური სხვაობა. მოქალაქეთა ნაწილი მისთვის საჭირო მიდიკამენტების შესაძენად ხშირად მიმართავს თურქეთის რესპუბლიკას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...