ზაალ მიქელაძე:დღეს, 2 300 პირი გამოვიკვლიეთ, 27 საყურადღებოა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც 12 აპრილიდან, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი თერმოსკრინინგის შედეგად დღეს 2 300 პირი გამოიკვლიეს.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, სულ გამოკვლეულია 7 ათას 800 პირზე მეტია. ოთხ სოფელში- გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, 11 ათას 500 მოსახლეზე მეტი ცხოვრობს.
„27 საყურადღებო შემთხვევა გამოიკვეთა გამოკვლევების შედეგად. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ხვალიდან გამოკვლევები ისევ გაგრძელდება“, – განაცხადა ჟურნალისტებტან საუბრისას, ზაალ მიქელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...