Youtube-მა დონალდ ტრამპის გვერდი დროებით გაყინა

YouTube ჰოსტინგის ადმინისტრაციამ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოფიციალური ანგარიშიდან წაშალა ბოლო ვიდეო და შვიდი დღით შეუჩერა ვიდეოების გამოქვეყნების და მაუწყებლობის შესაძლებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Axios ავრცელებს.

“დაკვირვების შემდეგ და ძალადობის გაგრძელების ალბათობის ფონზე, ჩვენ წავშალეთ დონალდ ტრამპის არხზე ატვირთული ახალი ვიდეო და მივეცით გაფრთხილება ჩვენი პოლიტიკის დარღვევის შესახებ”, – ნათქვამია პორტალ Youtube-ზე დაყრდნობით.

“შედეგად, ჩვენი ხანგრძლივი გაფრთხილების სისტემის შესაბამისად, არხს ახლა არ შეუძლია ატვირთოს ახალი ვიდეოები ან გადასცეს პირდაპირი გადაცემები მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში, რომლის გახანგრძლივება შესაძლებელია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად