YouTube-მ, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს YouTube არხიდან კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემცველი შინაარსის ვიდეოები წაიშალა.

ბრაზილიის ლიდერმა დაუმოწმებელი სამკურნალო საშუალებების რეკლამირების, ვაქცინების სარგებლობაში ეჭვის დათესვისა და პირბადეების ტარების უგულვებელყოფის გამო წყრომა გამოიწვია და “იუთუბმა” განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს მსგავსი შინაარსის მქონე ვიდეოების განთავსებას.

კომენტარები
იტვირთება...