Yeni klinika-ს დირექტორი: “აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ათეულობით დედა-შვილია”

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 10-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 20 837 შემთხვევა – 2 069 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა -გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 1-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 258 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,24%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 25,6.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 440 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 12 182 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 58,46%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 397 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 522 773 ტესტი – 51 897 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აზერბაიჯანში კვლავ მძიმეა. ჰოსპიტალიზირებულ კორონავირუსიანთა შორის 50 წელს ზემოთ ასაკის პაციენტები სჭარბობენ, თუმცა ამ ბოლო პერიოდში კორონავირუსიან პაციენტთა ასაკი გაახალგაზრდავდა.

დღეს აზერბაიჯანში ათეულობით შემთხვევაა ისეთი, როდესაც დედასთან ერთად 16 წლამდე ასაკის შვილია ჰოსპიტალიზირებული. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაშძი თებერვალთან შედარებით სურათი ძალიან შეცვლილია. “იმ დროს უგრო ადვილად სნებოვდებოდა ხანშიშესული და თანმდევი დავადებებიანი ხალხი. უკანასკნელ ხანებში ეს ავადმყოფობა გაახალგაზრდავდა. გარდაცვალების შემთხვევები 30 წლამდე პაციენტებს შორისაც გვხვდება”, – განაცხადა “რეალ ტვ”-ის ეთერში Yeni klinika-ს (ახალი კლინიკა) დირექტორმა პარვიზ აბასოვმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად