WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე: საქართველოში მომსახურების სექტორი დომინირებს

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელში „მომგებიანი ვაჭრობა“, სადაც ის ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას და კერძო სექტორის ჩართულობას დაუთმო.

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სავაჭრო ხელშეკრულებები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სასარგებლო არ არის, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მომსახურების სექტორი დომინირებს და საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვებში, რომელიც ელექტრონულ კომერციას მოიცავს“, – განაცხადა იონოვ ფრედერიკ აგამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად