WSJ: თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე, შესაძლოა, ენტონი სკარამუჩი დაინიშნოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე, შესაძლოა, ფინანსისტი ენტონი სკარამუჩი დანიშნოს. წინა ხელმძღვანელმა, მაიკლ დუბკემ თანამდებობა მაისში დატოვა. ინფორმაციას გამოცემა Washington Post თეთრი სახლის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სკარამუჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდება ცნობილი. 53 წლის კანდიდატი, წარსულში საინვესტიციო ბანკში Goldman Sachs მუშაობდა.

2016 წელს სკარამუჩი ტრამპის შტაბის ერთ-ერთი წევრი გახდა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის იმჟამინდელ კანდიდატს კამპანიისთვის საჭირო თანხების მოძიებაში ეხმარებოდა. თავად სკარამუჩის გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც გამოცემის წყაროს აღვნიშნავს, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა. პრეზიდენტის თქმით, დეპარტამენტი "ზოგჯერ ძალიან ნელი და არაეფექტურია" იმისთვის, რომ პრეზიდენტი დაიცვას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად